პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა.
NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს ბაიდენმა ზელენსკი უთხრა:
"ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, წერტილი".
ბაიდენის თქმით, ეს იქნება მერვე მსგავსი პაკეტი, რომელიც მან ეროვნული უსაფრთხოების კანონზე ხელის მოწერის შემდეგ დაასანქცირა.
"NATO-ში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ამ ზაფხულს უკრაინამ F-16-ით იფრინოს და ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ ახლა და მომავალშიც ვიქნებით", - თქვა ბაიდენმა.